ევროკავშირი ქუთაისს კრიზისების მართვაში ეხმარება

„კატასტროფების მართვა და რისკების შემცირება“ ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ევროკომისია ორი წლის მანძილზე განახორციელებს ქუთაისში. პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველოს გარდა მოლდოვა და სომხეთია ჩართული დღეს პროექტის ფარგლებში. ქუთაისში ჰოლანდიელი ტრენერები ჩამოვიდნენ, რომლებმაც თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარეს. ჰოლანდია აღნიშნული პროექტის აპლიკანტი ქვეყანაა. შემდეგი ორი წლის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები, რომლებიც თვითმმართველობას კრიზისების ეფექტურ მართვასა და რისკების შემცირებაში დაეხმარება.

%d bloggers like this: