მ/წლის 13-15 თებერვლის ჩათვლით ქ.უნგენში ევროკომიის მიერ დაფიანსებული პროექტის “CapaCities“ ფარგლებში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა პროექტის პარტნიორებთან

პროექტის ჯამური ღირებულებაა 598,978.51 ევრო. აღნიშნულ პროექტს „კატასტროფების რისკების მართვის შესაძლებლობების განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ქალაქებში“ ჰყავს სამი პარტნიორი ქვეყანა: საქართველო – ქ. ქუთაისი , მოლდოვა – ქ. უნგენი და სომხეთი – ქ. არარატი. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა სამომავლო სამოქმედო გეგმა და საკითხები სადაც 3 პარტნიორი ქალაქი მიიღებს მონაწილეობას. პროექტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა შორენა ხუხუამ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით წარადგინა პრეზენტაცია . მ/წლის 15 თებერვალს ქ.ქუთაისის მუნიციპლიტეტის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ პროექტის პარტნიორებთან ერთად ხელი მოაწერა პროექტის კონსორციუმის შეთანხმებას. პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამი ქალაქის შესაძლებლობების სტრუქტურულად გაუმჯობესებას კატასტროფების რისკების მართვის (DRM) დაგეგმვის სტრუქტურული პროცესის წარმართვისა და კოორდინირების მიზნით, რის შედეგადაც საფრთხის რისკის შეფასებისა და ინციდენტის საფუძველზე არსებული კატასტროფების რისკის მართვის შესაძლებლობები და კატასტროფების რისკების მართვის მეთოდი ამ მიმართულებით ევროკავშირის პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირში იქნება. პროექტის დასასრულს ამ ქალაქებმა უნდა შეძლონ სტრუქტურული კატასტროფების რისკების მართვის დაგეგმვის გაგრძელება, რომელსაც საფუძვლად დაედება ცოდნა და კომპეტენცია და დაეფუძნება კონკრეტული კატასტროფების რისკების მართვის სტრატეგიას. პროექტის ფარგლებში შემუშავებული იქნება საგზაო რუკა.

%d bloggers like this: