ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, ქალაქში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების ქალაქ ალბლასერდამისა და არარატის მერებს, ასევე ქალაქ უნგენის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რისკების მართვისა და სტრატეგიის შემუშავების მიმართულებას. უკვე მეორე დღეა ქუთაისში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის, „კატასტროფების რისკების მართვის შესაძლებლობების განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ქალაქებში” ფარგლებში, შეხვედრები მიმდინარეობს.

შეხვედრაზე მხარეებმა, ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაგრძლების სურვილი გამოთქვეს.

%d bloggers like this: