“CapaCities” პროექტი ნახევარი გზაა

შესავალი

პროექტი „ კატასტროფების და რისკების მართვა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქალაქებში“ რომლის ხანგრძლივობა გახლავთ ორიწელი დაიწყო 2018 წლის იანვარში და ეხლა მხოლოდ ნახევარი არის გავლილი. სამი ძირითადი ჯგუფის პარტნიორი, სამხრეთ ჰოლანდიის სამხრეთ რეგიონი, იტინერისი და მდგრადი განვითარების რეგიონალური ცენტრი და 3 მიმღები ქალაქი,არარატის მუნიციპალიტეტი, სომხეთი, ქუთაისის მერია, საქართველო და ქალაქი უნგენი, მოლდოვა ჩართვნენ პროექტში რომ სტრუქტურულად გააუმჯობესონ შესაძლებლობები ხსენებულ ქალაქებში, რათა მოახდინონდ კატასტროფებისა და რისკების სტრუქტურული პროცესების დაგეგმვის გაძღოლა და კოორდინირება, დაფუძნებული მრავალ საფრთხიანი რისკების შეფასებაზე თავიანთი თანამედროვე DRM შესაძლებლობებით. ეს მჭიდრო კავშირშია ევროკავშირის რისკების მართვის პოლიტიკასთან, ასევე სენდაის სამოქმედო ჩარჩოსთან. პროექტის ბოლოს აღნიშნულ ქალაქებს ექნებათ შესაძლებლობა რომ გააგრძელონ რისკების მართვის დაგეგმვა, რომელთაც წარუძღვებიან კარგად გათვითცნობიერებული და კომპეტენტური ფოკალ პოინტები, დამყარებული კონკრეტულ კატასროფების და რისკების მართვის სტრატეგიაზე მათშორის გზამკვლევი რუკა რომელიც ჩამოყალიბდება და შეიქმნება პროექტის ფარგლებ

DRM განრიგი შედგება ექვსი სამდღიანი სასწავლო გაკვეთილებისგან, რვა სასწავლო ონლაინ გაკვეთილებისა და სპეციალური სწავლება ძირითადი გუნდის მიერ ოთხი ადგილობრივი მხარდამჭერი და რჩევების მიმცემი შეხვედრებისგან თითოეული ქალაქისთვის. ადგილობრივი DRM ქმედებაუნდა მოიცავდეს DRM შესაძლებლობების თვითშეფასებას, ქალაქიდან ქალაქში შეფასებებს, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრებს და ადგილობრივი რისკების მართვის სტრატეგიის განვითარებას საგზაო რუკით. სასწავლო პროცესსა და ადგილობრივ სამოქმედო გეგმას შორის სრულდება საშინაო დავალებები, რომელიც გარდაქმნის სასწავლო შეკითხვებს კონკრეტულ ადგილობრივ აქტივობებად.

საგაკვეთილო შეხვედრები

პირველი საგაკვეთილო შეხვედრა ჩატარდა თებერვალში (უნგენში) და მაისში (ქუთაისი) 2018 წელს. მესამე შეხვედრა ჩატარდა არარატში 1 დან 5 ოქტომბრამდე. თემა გახლდათ რისკების მართვის დაგეგმვა . ძირითადი გუნდის წევრმა რუდ ჰოუდიჯქმა ჩაატარა ლექცია სადაც მან ისაუბრა DRM დაგეგმარების მიზანზე და სხვა ნაბიჯებზე რისკების მართვის მთლიან პროცესში, როგორიცაა რისკების შეფასება და შესაძლებლობების შეფასება. მან ასევე ისაუბრა სხვა პოლიტიკურ პროცესებთან თანამშრომლობაზე, უფრო კონკრეტულად სივრცით დაგეგმარებასა და მდგრად განვითარებაზე.

სხვადასხვა პრაქტიკული მეცადინეობები გაიმართა BowTie ანალიზზე, სივრცითი უსაფრთხოების სიკების შემცირებასტან დაკავშირებით სამშენებლო კოდებში, კლიმატის ცვლილებასა და მდგრად განვითარებაზე, ფოკალ პოინტებმა აქტიურად შეითავსეს რისკების მართვის დაგეგმვის სხვადასხვა ხედვები. დავალებები წარმოდგენილ იქნა პატარა პრეზენტაციების სახით ჯგუფის ძირითადი წევრებისგან, ასევე სტუმარმა ტუნა ონურმა. რომელიც გახლავთ კანადიდან. უფრო თეორიული სახე ჰქონდა ლექციას რისკების მართვის ანალიზისა და შეფასების ზომების შესახებ. ამ ლექციის დროს ძირითადად განხილული იქნა თემები რისკების, შესაძლებლობებისა და პოლიტიკური შეფასებების შესახებ- ასევე სიღრმისეულად იქნა განხილული სხვადასხვა ტიპის ხარჯების სარგებლის ანალიზი.

არარატის დაინტერესებულ მხარეებთან პარალელური სესია გამართა, ტუნა ონურმა რომელიც გახლავთ საერთაშორისო ექსპერტი, მან ისაუბრა სეისმური შენობების კოდებზე. პირველი სასწავლო ვიზიტის თემა გახლდათ სწორედ ზემოსაღნიშნული თემა.. ქალაქში გასეირნებისას ტუნამ პრაქტიკულად უჩვენა ფოკალ პოინტებს თუ როგორ უნდა ამოიცნონ სეისმური დაუცველობა და როგორ უნდა მოხდეს მათი ტავიდან აცილება შესაფერისი კანონმდებლობით.

მესამე დღეს ფოკალ პოინტებმა წარმოადგინეს თავიანთი სამუშაო პირველი რვა თვის, თუ რა ისწავლეს მათ და თუ როგორ ჩართეს დაინტერესებული მხარეები რისკების მართვის ქსელში. მათ ასევე წარმოადგინეს რისკების შეფასების დაგეგმვა და DRM შესაძლებლობების თვითშეფასება.

ონლაინ გაკვეთილები

მსგავსად პირველი ნახევარი წლისა, ასევე, მეორე საგაკვეთილო შეხვედრები ჩატარდა რათა გაგვეზიარებინა ჩვენი ცოდნა და გამოცდილება. 27 ივნისს პროექტს ქონდა მესამე ონლაინ შეხვედრა. პირველად DRM ფოკალ პოინტებმა გაგვიზიარეს თავიანთი მოსაზრებები ადგილობრივი რისკების შეფასების მართვაზე. წინასწარ ფოკალ პოინტებმა გაგვაცნეს რისკების შეფასების პრინციპები და მეთოდები. მათი საშინაო დავალება მოიცავდა თუ რა შეისწავლეს და გაიგეს მათ საკუთარ ქალაქზე, რომ მიაღწიონ გარკვეულ დონეს და პრაქტიკულ მეთოდს, რათა განავითარონ რისკების მართვის შეფასება. ონლაინ შეხვედრებზე თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა კონკრეტული სამოქმედო გეგმა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან რისკების შეფასების მიზნით.

სამივე ქალაქის მეთოდებზე მსჯელობისას მივედით შესაბამის დასკვნამდე, რომ მნიშვნელოვანია ვიყოთ რეალურები. მცირე დროში პროექტს ჭირდება მიღწევადი მიზნები გარკვეული ვადით. უმჯობესია რომ შევქმნათ დრაფტ რისკ პროფილი, ვიდრე თავდაპირველად მიზანი იყოს სავსე და დასრულებული თვით შეფასების ჩამოყალიბება.

ძირითადმა გუნდა წარმოადგინა სამოქმედო ჩარჩო რისკების მართვის შესაძლებლობებისა თვით შეფასებისთვის. ის მოიცავს რისკების მართვის ძირითად კომპონენტებს, DRA, DRM -ის დაგეგმვას, პრევენციას, შემცირებას, მზაობას, პასუხს და აღდგენას. მიზანი არის ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებიდან ხელის შეწყობა ხარვეზებთან დიალოგის გამართვის მიზნით ხარვეზებთან დაკავშირებით, რათა ჩამოვყალიბდეთ რისკების მართვის სტრატეგიაზე.

შესაძლებლობები და „გვერდითი შეკითხვები“ მომდინარეობს რისკების მართვის შესაძლებლობების შეფასების ევროკავშირის სახელმძღვანელოდან, ევროკავშირის ერთობლივი სამოქმედო ჩარჩოსა და წინა ევროკავშირის პროექტების გამოცდილებებიდან. ზემოთ აღნიშნული სამი ქალაქი იყენებს სამოქმედო ჩარჩოს თვით შეფასებისათვის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. მომდევნო წელს გამოყენებული იქნება იგივე სამოქმედო ჩარჩო ადგილობრივი მიმოხილვისას, რომ გაზარდოს თვითშეფასების მექანიზმი გარე თვალთახედვებით. შიდა ხარვეზების რეზულტატები და იდეების გაუმჯობესებისათვის იქნება საფუძველი მათი რისკების მართვის სტრატეგიებისა.

20 სექტემბერს გამართულ რიგით მე-4 ონლაინ ჩართვისას, სამიზნე ჯგუფებმა ქალაქის თვითშეფასების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს. ასევე, კითხვები სილაბუსის შესახებ დაისვა, რომელიც არარატში მე – 4 საერთაშორისო შეხვედრის დროს აქტუალური იქნება.

31 ოქტომბერს გამართულ რიგით მე-5 შეხვედრისას ქალაქის სეისმური მდგრადობა და სამშენებლო კოდირება განიხილეს. სამიზნე ჯგუფებმა ქალაქებზე და ამ კუთხით არსებულ იდეებზე პრეზენტაცია წარმოადგინეს. (დღევანდელი მდგომარეობა/საკანონმდებლო ბაზა და უმთავრესი საკითხები, რომლებიც ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს). ასევე, სამიზნე ჯგუფებმა წარმოადგინეს 2019 წლის სამოქმედო გეგმა.

პარტნიორებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვა DRM- ის დანერგვასა და სხვა პოლიტიკურ პროცესებში ინტეგრირების შესახებ. მათ ასევე განიხილეს თავიანთი ქალაქების თვითშეფასების პროგრესი და მე-4 les შეხვედრის დროს განხილული თემები , რომელზეც 22 იანვარს არარატში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

სარეკომენდაციო შეხვედრები

ამ წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში, ძირითადი ჯგუფების წევრები ,ქალაქებს ინდივიდუალური მხარდაჭერისთვის მეორედ ესტუმრნენ. ეს ვიზიტები ჩატარდა 11 და 12 ოქტომბერს (უნგენში), 12 ნოემბერს (ქუთაისში) 5დეკემბერი და 7დეკემბერს (არარატში).

ყველა ქალაქში გამართული შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან ან ადგილობრივ სამუშაო ჯგუფებთან კომუნიკაციას მოიცავდა. დაინტერესებული მხარეები სხვადასხვა სახის ვორკშოფებში იყვნენ ჩართულნი ,რომლებიც თავის მხრივ მოიცავდნენ თვითშეფასებასა და მის ანალიზს, საბოლოოდ სესიების დასრულების შემდეგ დაინტერესებულმა მხარეებმა გამოთქევს სურვილი, რომ გაეცნონ ევროკავშირის მიდგომებს კრიზისების მართვასთან დაკავშრებით.

უნგენის ადგილობრივმა ჯგუფმა წარმოადგინეს ტიპიური სტიქიური უბედურებების რისკების იდენტიფიცირების შედეგები და მათი პრიორიტეტები. მონაწილეები ასევე გაეცნენ სცენარის ანალიზის გამოყენებას, რათა შეიქმნას “რისკის მატრიცა”, რომელიც აჩვენებს ადგილობრივ რისკებზე ზემოქმედებისა და მათი გავრცელების არეალის ალბათობას. ადგილობრივმა სამუშაო ჯგუფმა გამოიყენა ეს მეთოდოლოგია ხუთ ბუნებრივ კატასტროფებზე (წყალდიდობები, მიწისძვრა, მეწყერი, კლიმატის ცვლილება, სეტყვა, ძლიერი წვიმები) და სამი ტექნოლოგიური რისკზე (საგზაო შემთხვევები, ხანძარი, გაუმართავი ზომები) სცენარის იდენტიფიცირება. უნდა მოხდეს რისკების მატრიცის ჩამოყალიბება და რისკების პრიორიტეტის მინიჭება უნგენის მუნიციპალიტეტისათვის.

მუნიციპალური საგანგებო კომისიის სხდომის გამართვა კატასტროფების რისკების შემცირების გეგმის განხილვასა და მოქალაქეებთან შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა. მეორე დღეს, მთავარი ჯგუფის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა კოორდინატორებმა მონაწილეობა მიიღეს უნგენის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სიმულაციური სწავლების პროცესში.

ქუთაისში, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და კრიზისების მართვასთან დაკავშირებით არსებული ვითარების კარგად ინფორმირებას შეუწყო ხელი, რაზეც ამ საკითხის ირგვლივ გამართულმა ღონისძიებებმა მოახდინა გავლენა. მათ ასევე სურთ პროექტის დასრულების შემდეგ ადილობრივ კოორდინატორებთან და სამუშაო ჯგუფთან მუშაობის გაგრძელება.

გუბერნატორის აპარატისა და მერის მოადგილეების წარმატებული შეხვედრის დროს, ძირითადი ჯგუფის კოორდინატორებმა და წევრებმა გუბერნატორის და ქალაქის ბიუჯეტის ახალი ეროვნული კანონმდებლობის განხორციელებაში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

არარატში დაინტერესებულმა მხარეებმა დაასკვნეს, რომ სომხეთში არსებული მართვის სისტემის ფარგლებში, არარატის კრიზისების მართვის სტრატეგიის პრიორიტეტები უნდა იყოს კატასტროფების რისკის შეფასების განვითარება, რათა გამოავლინოს განხორციელებული ქმედებების საჭიროება, ასევე დაგეგმვის პროცესის შემუშავება და განხორციელება ). აჩვენოს, რომ არარატი საკმარისად მუშაობს DRM- მის კუთხით ეს ძირითადი შესაძლებლობები უნდა უზრუნველყოფდეს დონორებს, რომ არარატს შეუძლია კრიზისების მართვის სტრუქტურული პოლიტიკის განხორციელება, რათა თანხები მოპოვებული იყოს მიზნობრივი პრევენციისა და მზადყოფნის ღონისძიებებისთვის. ამ დისკუსიის შედეგები აისახება თვითშეფასების ანგარიშში. ადგილობრივმა დაინტერესებულმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს უფრო მეტ ჩართულობას პროექტის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგაც.

ამ პერიოდში SAM, კოორდინატორები და ძირითადი ჯგუფების წევრები მონაწილეობდნენ 1988 წლიდან სპიტაკის მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. მოკლე ცერემონიის დროს წევრებმა მიიტანეს ყვავილები სპიტაკის მიწისძვრის ძეგლთნ. ამას მოჰყვა შთამბეჭდავი ცერემონიალი ქალაქ არარატში, რომლის დასასრულს გუნდს საშუალება მიეცა, რომ განეხილა DRM- ის საკითხები სტუდენტებთან.

სპიტაკის 30-ე საერთაშორისო კონფერენცია

SAM- ის შეხვედრის დროს ერევანში “Spitak 30 International Conference” – ში კოორდინატორი ჰრიპსმე აგაგულიანი და ძირითადი ჯგუფის წევრები რუდ ჰაჯეკი და ნიკო ვან ოსი მონაწილეობდნენ. სხვადასხვა პრეზენტაციებით გათვალისწინებული სასარგებლო ინფორმაციის მიღების გარდა, მთავარი გუნდის წევრებმა ისარგებლებს იმ გარემოებით რომ, არარატის ადგილობრივი კორდინატორები შეხვდენენ სახელმწიფო და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებს. ახლად შეძენილი კონტაქტები დაეხმარება არარატს კრიზების მართვის ქსელისა და შესაძლებლობების განვითარებაში.

ორი საათიანი ვებ-გვერდის პრეზენტაციის დროს, სამუშაო გუნდმა პროექტის გავრცელების სამუშაო პაკეტში გათვალისწინებული შესაძლებლობების პროექტი წარმოადგინა. პროექტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ და მასალის სახით გადაეცათ მათ.

შემდგომი ნაბიჯები

მომავალ წელს პროექტის აქცენტი გადადის სასწავლო ეტაპიდან სამოქმედო ეტაპზე . წლის პირველი ნახევარი გამოყენებულ იქნება თვითშეფასების ანგარიშების წარმოდგენასა, და წინასწარი რისკ პროფილის და ქალაქების მიმოხილვის ორგანიზების მიზნით. მეორე ნახევარი დაეთმობა იმ ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას რაც აქამდე შეისწავლეს სტიქიური უბედურების რისკის მართვის სტრატეგიის შემუშავების პროცესში

%d bloggers like this: